მთავარი მიზანი მიღწეულია, ახალ ამბებს ჩამომაშორეს - მაია მერკვილაძე 

24 თებერვალი 2020, 17:57 3436 ნახვა

"ახალ ამბებს ჩამომაცილეს, ფაქტია. ჯერ-ჯერობით კონკრეტულად ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ, მმართველთა საბჭოს გააცნო დირექტორმა ამის შესახებ ინფორმაცია. მთავარი მიზანი მიღწეულია", - ეს განცხადება მაია მერკვილაძემ გააკეთა, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და ასევე რვასაათიანი მთავარი გამოშვების პროდიუსერიც.

მისი თქმით, გაუგებარი თოქ-შოუს ხელმძღვანელობას სთავაზობენ და თუ არ დათანხმდება რადიოს უფროსის მოადგილეობას.

''შემოთავაზებული თანამდებობა არ არის ტოლფასი, მნიშვნელობა არ აქვს რა ერქმევა თანამდებობას თუ ის იქნება ახალი ამბების გარეთ, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ვყოფილიყავი ახალ ამბებში, მისთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო გავსულიყავი ახალი ამბებიდან. საზოგადოებისთვის ეს ორი პრინციპი იყო საინტერესო, მიღწეულია ის რომ ამჯერად კოხრეიძის ხელშია ბერკეტი, რომლითაც გამიუქმა  თანამდებობა ​ და შემომთავაზა ახალი ხელშეკრულება, თუმცა არსებობს სხვა გზები, რომლითაც შემიძლია დავამტკიცო რაც აქ, მაუწყებელში ხდება. ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა. ამას ყველა ხედავს, ახალი ამბების სამსახურშიც, ტელევიზიაშიც ვისაც ესმის რა პროცესიც ხდება ახლა, ასევე საზოგადოებაც, რომელიც გარედან ადევნებს თვალყურს'', - უთხრა ჟურნალისტებს მაია მერკვილაძემ.

''ეს არ არის მარტო ჩემი და დირექტორის რაღაც პრინციპებზე შეუთანხმლებლობა. ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ამბავი, საზოგადოებრივ მაუწყებელში მოდის ხელისუფლება, მოდის სწორედ სარედაქციო პოლიტიკის გზით  ''

ცოტა ხნის წინ კი მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალ ამბებში რედაქტორად აღარ იქნება. 

''მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად'' - დაწერა მერკვილაძემ.

დღეს მაუწყებელში მმართველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. დირექტორმა თქვა, რომ მაია მერკვილაძეს საარჩევნო თოქ-შოუს გაკეთებას სთავაზობს, რომლის პროდიუსერიც თავად იქნება. თუ ეს წინადადება მისთვის მიუღებელი იქნება, მეორე შემოთავაზება უკვე რადიოს უკავშირდება. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, მაუწყებელში უფროსის მოადგილის შტატი გაუქმდა. ხელშეკრულება 4 თანამშრომელს შეუწყვიტეს, სანაცვლოს კი სხვა პოზიციაზე მუშაობა შესთავაზეს. 

საშტატო ერთეულების გაუქმებას მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატიული პროფკავშირების პროტესტიც მოჰყვა.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში