"გადავედით უკიდურეს ფორმაზე და ვდგავართ აქ" - ჟურნალისტების პროტესტი აჭარის მაუწყებელთან

24 თებერვალი 2020, 20:02 4480 ნახვა

გიორგი კოხრეიძე მიზნის მისაღწევად სვლას განაგრძობს - ის რაც მოსალოდნელი იყო გამართლდა - „კივილად და წივილად“ შეფასებული ვარაუდი გადაწყვეტილებად იქცა. რედაქციაზე შეტევა მთელი ძალით მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც გიორგი კოხრეიძემ, გიგა ჩხარტიშვილმა, თამილა დოლიძემ და სოსო სტურუამ შტატები გააუქმეს, მაია მერკვილაძე ახალ ამბებს საერთოდ ჩამოაშორეს. 

გაირკვა, რომ დირექტორი მერკვილაძეს არარსებულ, ბუტაფორიულ თოქ-შოუს, ან რადიოში რედაქტორობას სთავაზობს. ახალ ამბებში, კონკურსის გარეშე რედაქტორად კი ნინო ხაჟომია მოჰყავს. თან ისე რომ ამის შესახებ ახალი ამბების სამსახურის უფროსმა საერთოდ არაფერი იცოდა. მიზანი და ნაბიჯები დიდი ხანია ცხადია - ცხადი გახდა ადრეც და ახლაც, როდესაც მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ორგანიზებული ჯგუფები მივიდნენ. სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მაშინ სოციალურ ქსელში ისიც კი დაწერეს, რომ აჭარის ტელევიზიის დაპატრონებაში ღიად სუს-ი ჩაერთო. მაუწყებლის ახალი ამბების გუნდში მიმდინარე პროცესს, ახლა უკვე ახალი ამბებიდან დადასტურებულად მაია მერკვილაძის ჩამოშორებას ჟურნალისტების შეაფასებენ, რომლებიც ტელევიზიასთან შეიკრიბნენ.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში