25 თებერვალი - რუსეთის მიერ საქართველოს ანექციის დღე

25 თებერვალი 2020, 12:05 1992 ნახვა

1921 წლის 24 თებერვალი - რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული. თბილისის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლა გამართეს იუნკერებმა... თავგანწირვის მიუხედავად, დამარცხდნენ. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო ​ უკანდახევის გადაწყვეტილება, მთავრობამ დატოვა თბილისი და შემდეგ საქართველო ისე, რომ კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. სერგო ორჯონიკიძემ ლენინს აცნობა დეპეშით: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“.

 

საქართველოს გასაბჭოების დღეს,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში