აჭარის მაუწყებელი პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

25 თებერვალი 2020, 12:05 5517 ნახვა

აჭარის მაუწყებელი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. თბილისის ბიუროს რეპორტიორის ნინო ხოზრევანიძის განცხადება, გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა.

"ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ" - დაწერა ნინო ხოზრევანიძემ წერილში, რომელიც გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა და სთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში