სხდომა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში

20 სექტემბერი 2016, 00:00 2152 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე რამდენიმე საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა  დამტკიცდა. განისაზღვრა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისთვის ბიულეტენების ფორმა, ასევე ბიულეტენების ბლოკნოტის თავფურცელის ფორმა. ასევე დამტკიცდა საოლქო და საუბნო კომისიებისთვის კენჭისყრის შედეგების, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შედეგების სადემონტრაციო ოქმის ფორმები.  კომისიის წევრებმა დღესვე, უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის,  ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირებულ „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრს“ პირადი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია გაუუქმეს. 

ამავე კატეგორიაში