"ავადმყოფები ხართ გოგონებო" - სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს 

25 თებერვალი 2020, 15:51 3022 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საზოგდოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკოპანია "იმედის"  ჟურნალისტებს ავადმყოფები მას შემდეგ უწოდა, რაც ჰკითხეს - ჩამოვა თუ არა საქართველოში, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩატარდება. 

"თქვენ ავადმყოფები ხართ გოგონებო" - უთხრა ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა. 

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ მიმართ დაცვა აგრესიულად იქცეოდა:  " გვირტყეს, გვეჭიდავნენ და პასუხი-ავადმყოფები ხართ გოგოებო" - წერს ანა ბროლაძე. 

რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები ჟურნალისტებმა ჟენევაში დაუსვეს, სადაც უნდა გადაწყდეს სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი – სტრასბურგში თუ თბილისში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში