ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა 

25 თებერვალი 2020, 17:09 1830 ნახვა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ორაჯ ჰარირჩის, ახალი კორონავირუსი დაუდგინა. როგორც გამოცემები წერენ, ვირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მინისტრის მოადგილე კარანტინში იმყოფება. 

ირანის ჯანდაცვის მინისტრის სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ასევე დაადასტურა, რომ ირაჯ ჰარირჩი ინფიცირებულია.

ირანის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, 25 თებერვლის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი ლაბორატორიულად 95-ს დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში