მაია მერკვილაძე მაუწყებელში რჩება - კიდევ რა ცვლილებებია ტელევიზიაში

25 თებერვალი 2020, 20:17 1378 ნახვა

ახალი ამბების სამსახურის უფროსთან შეთანხმების და კონკურსის გარეშე დანიშნული რედაქტორი თანამშრომლებს დღეს გააცნეს. ნინო ხაჟომიამ გვითხრა, რომ მას სამსახური გოგა კოხრეიძემ შესთავაზა, ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად კი ხაჟომიამ თავად მიმართა მაუწყებელს. მასთან დაკავშირებით გიორგი კოხრეიძემ ახსენა ახალი ამბებიც და საგამოძიებო ჟურნალისტიკაც, მაგრამ როგორ შეასრულებს ამ ორივე მიმართულებით მოვალეობებს ახალი რედაქტორი უცნობია.

იგი შტატში 6 თვით ჩასვეს, მაია მერკვილაძე კი შტატიდან ამოაგდეს და სხვა პოზიცია შესთავაზეს. მერკვილაძე გუნდთან ერთად, რომელიც საგაფიცვო რეჟიმზე გადადის, ბრძოლას აგრძელებს, მისთვის ძველთან შედარებით მიუღებელ, მაგრამ ამ ეტაპზე ნებისმიერი პოზიციიდან. დღეს წარუდგინეს თანამშრომლებს დირექტორის ახალი მოადგილეც. მან ნათია ზოიძის ადგილი დაიკავა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში