ფიჭვნარში სამარშრუტო ხაზის დანიშვნას ითხოვენ

26 თებერვალი 2020, 13:52 2445 ნახვა

ქობულეთში ფიჭვნარის ტერიტორიაზე მცხოვრებლები  სამარშრუტო ხაზის დანიშვნას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით ტრანსპორტი მხოლოდ ცენტრალურ პარკამდე მოძრაობს. ბათუმი-ქობულეთის სამარშუტო ხაზების გადაადგილებაზე  პასუხისმგებელი შპს-ს  დირექტორი  ამბობს, რომ  მიკრო ავტობუსებს  ქალაქის ტერიტორიაზე  რეისების  შესრულების  უფლება  არ აქვთ.  

ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მოსახლეობამ ოფიციალურად უნდა მიმართოს. უწყება პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში,  დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნით  გეგმავს. ამ დროისთვის ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე 2-ავტობუსი და 12-მიკროვტობუსი რეგულარულად მოძრაობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში