სარფში მოქალაქეებს სიგარეტი მალულად შემოჰქონდათ

26 თებერვალი 2020, 17:21 2154 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სარფში, წითელ ხიდსა და ლაგოდეხში, 6 160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

უკანონო პროდუქცია საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას იპოვეს.

მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვეს და თითოეულს 1000-1000 ლარის გადახდა დაეკისრათ. 

შემოსავლების სამსახურმა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია, ხვალინდელი, 27 თებერვლის რიცხვით გაავრცელა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში