შუახევში სოციალური ოჯახები შეშის გარეშე დარჩნენ, რადგან მერიის შესყიდული შეშა საკმარისი არ აღმოჩნდა

26 თებერვალი 2020, 18:26 1414 ნახვა

სამ დღეში გაზაფხულია, თუმცა აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებლებს შეშა ისევ ესაჭიროებათ, შუახევში მცოვრებლებმა ჯერ კიდევ შემოდგომაზე სთხოვეს ადგილობრივ მთავრობას დახმარება გათბობის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, თუმცა ამ დრომდე მერიას შეშის საჭირო მარაგი სრულად არ დაურიგებია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

შუახევის მერია ამის მიზეზად ოჯახებისგან დაგვიანებულ მიმართვიანობას ასახელებს, ასევე იმას, რომ შესული განცხადებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა, შესყიდული შეშის მარაგი კი ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში