26 თებერვლის სპორტის სიახლეები ''მთავარში''

26 თებერვალი 2020, 18:41 1300 ნახვა

• შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ჭარაკში შეჯიბრება დაიწყო, ტურნირში უნივერსტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული.შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით იმართება და ხვალ დასრულდება. ტურნირის ორგანიზატორი ბსუს-კულტურის და სპორტის დეპარტამენტი და აჭარის ჭადრაკის ფედერაციაა.ორგანიზატორები სამომავლოდ შეჯიბრების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.

• ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი, ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 3 სეტში დაამარცხა. ნიკოლოზი ამ მოგებით შეჯიბრების მერვედფინალში გავიდა, სადაც გერმანელ შტრუფს დაუპირისპირდება. დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ევრომდეა. ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე გასულ წელსაც ითამაშა, სპორტსმენმა  მეოთხედფინალამდე მისვლა და 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეძლო.

• გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტს” უმასპინძლა და   დიდი სხვაობით ანგარიშით 119:80 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11 წუთი  გაატარა და ამ დროის განმავლობაში  5 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ინდიანა ენბიეის აღმოსვლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. პეისერსი შემდეგ შეხვედრას 28 თებერვალს საკუთარ კედლებში  „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში