მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

26 თებერვალი 2020, 19:22 2564 ნახვა

დიდი სლემის 5-გზის გამარჯვებულმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 32 წლის რუსმა სპორტსმენმა მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა.

"როგორ შეიძლება მოიტოვო უკან ერთადერთი ცხოვრება, რომელსაც იცნობ? როგორ შეიძლება დატოვო კორტები, რომლებზეც ბავშვობიდან ვარჯიშობდი, რომლებიც გიყვარს? თამაში, რომელმაც ცრემლები და სიხარული გაჩუქა. სპორტი, რომელშიც ოჯახი და გულშემატკივრები იპოვე, რომლებიც მხარს 28 წელი გიჭერდნენ. მაპატიეთ, თუმცა, ჩოგბურთო, ნახვამდის", - დაწერა შარაპოვამ Vanity Fair-ზე.

მარია შარაპოვამ კარიერაში 39 ტურნირი მოიგო, მათ შორის, WTA-ს 36 შეჯიბრება. დოპინგის მოხმარების გამო 2016 წელს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, შემდეგ 15 თვემდე
შეუმცირეს. დაბრუნების შემდეგ რუსმა მხოლოდ 1 ტურნირი მოიგო და მხრის ქრონიკული ტრავმის გამო ძალიან ბევრი შეჯიბრებიდან მოეხსნა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში