კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სწავლის გადადების აუცილებლობა არ არის - ჯანდაცვის სამინისტრო

26 თებერვალი 2020, 22:45 2303 ნახვა

პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. შესაბამისად, არც სწავლის შეწყვეტა იგეგემება, რადგან არანაირი ტიპის საფრთხე ეპიდემიის არ არსებობს - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა. 

განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული ფაქტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ირანთან ორი კვირით მიმოსვლა აიკრძალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში