სასჯელი ნაადრევი ქორწინების გამო

05 აპრილი 2016, 00:00 6047 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის მკვიდრს, აჭარის და საქართველოს, საერთაშორისო ტურნირების 40 გზის ჩემპიონს მკლავჭიდში არასრულწლოვნის ცოლად მოყვანისთვის პატიმრობა ემუქრება. 24 წლის გოგიტა ხიმშიაშვილის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, როდესაც შვილი შეეძინა და ბათუმის იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა. გოგიტა ხიმშიაშვილი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაგებად ემზადება და სპეციალურ მომზადებასაც გადის, თუმცა უფლებადამცველის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია იგი დააკავონ. თამაზ ბაკურიძე პროკურატურას მიმართავს გაატაროს შესაბამისი ზომები. 

ამავე კატეგორიაში