დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა - შსს

28 თებერვალი 2020, 10:07 7484 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში