იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმებს 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა

28 თებერვალი 2020, 10:13 1735 ნახვა

სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის არმია, სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს.

ცნობისთვის, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს.

აშშ ასადის რეჟიმსა და რუსეთს თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს და თურქეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში