პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც კრედიტის მისაღებად აჭარაში ყალბ ცნობებს ამზადებდნენ - საგამოძიებო სამსახური

28 თებერვალი 2020, 10:19 2461 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ.

ეს დოკუმენტები კი მოქალაქეებმა ბანკში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში