ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია - საქართველოს ფოსტა

28 თებერვალი 2020, 15:18 2053 ნახვა

საქართველოს ფოსტამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  27 თებერვლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა იკრძალება.

''გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია. აფთიაქების დიდ ნაწილში სამედიცინო ნიღაბი არ იყიდება. კონსულტანტები ამბობენ, რომ მარაგი ამოიწურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში