იმოგზაურა იტალიაში, სახლიდან არ გადის, აქვს მცირედი სიმპტომები - როგორ მუშაობს პრევენციის სისტემა - მოქალაქის წერილი 

28 თებერვალი 2020, 15:31 3206 ნახვა

მოქალაქე შორენა შავერდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მეგობარი იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, სახლიდან არ გასულა. დაეწყო სურდო და აქვს გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, ტკივა ყელიც. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკა, მაგრამ კორონავირუსზე ანალიზის ჩატარებაზე უარს ეუბნებიან. 

მოქალაქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ჩემი თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა იტალიიდან. რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ სახლიდან არ გამოსულა და იქცევა ძალიან კულტურულად (იღებს ყველანაირ ზომას), რომ სხვებს არ გადასდოს რამე, თუ ღმერთმა არ ქნას და ვირუსის მატარებელია. გუშინ დაეწყო გაციების სიმპტომები - მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ აქვს სურდო და აწუხებს ყელი. აქაც მოიქცა როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე და დარეკა ცხელ ხაზზე - 116 001. მოუყვა თავის მგზავრობის ისტორია და სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ არის რისკ ჯგუფში და აქვს მცირედი სიმპტომები, მაინც არ უღებენ სისხლს კორონავირუსზე. ალბათ გაცივდითო. სწორია ეს? და ვის შევჩივლოთ? აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პანიკის, უბრალოდ მაინტერესებს, როგორია სწორი საქციელი. მე ვურჩიე, რომ გაიკეთოს პირბადე და თავის ფეხით წავიდეს ინფექციურში. და იქაც თუ არ მიხედავენ, დამირეკოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი'', - წერია სტატუსში. 

განახლება, მოგვიანებით შორენა შვერდაშვილმა დაწერა: 

"როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პიარმა მითხრა, რადგან დაუფიქსირდა დაბალი სიცხეც, გადაიყვანენ ბოქსირებულ პალატაში და აუღებენ სინჯსაც, რომელიც მერე ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
ანუ, ამუშავდა პრევენციის მექანიზმი!
კარგი იქნება, თუ ეს პრევენციის მექანიზმი ყველა სხვა რისკ-ჯგუფის ადამიანზე გავრცელდება!"

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში