აჭარაში საზღვრებზე მხოლოდ ''სარისკო'' ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს ამოწმებენ

28 თებერვალი 2020, 18:29 1199 ნახვა

რა ზომები მიიღებს აჭარაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გაძლიერებულია კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, საბაჟოდან გადმოსულ მგზავრების ნაწილს მედიკოსები არ ამოწმებენ. აცხადებენ, რომ თერმოსკრინინგს მხოლოდ იმ მოქალაქეებს უტარებენ, ვინც კორონავირუსით ინფიცირებული ქვეყნებიდან ჩამოდის.

რეკომენდაციები გაცემულია სკოლებში, რომ ყოველდღიურად მოხდეს სკოლების სველი წესით დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოქსირებული პალატები მზად არის პაციენტთა მისაღებად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში