29 თებერვლის დღის ბოლოდან სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება

29 თებერვალი 2020, 11:48 2219 ნახვა

29 თებერვლის დღის ბოლოდან 1 მარტის საღამომდე - დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა და პერიოდულად დასავლეთის ძლიერი ქარი.

ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს, ზღვაზე იქნება 3 ბალი ღელვა, საზღვაო ტრანსპორტისთვის მიმოსვლა შეზღუდული. არსებულმა სითბომ და მოსალოდნელმა ნალექმა -მთიან და მაღალმთიან ზონაში შესაძლოა შექმნას ზვავების წარმოქმნის მაღალი რისკი, თოვლის ინტენსიურმა დნობამ კი მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება.

2 მარტიდან გამოიდარებს.

ფოტო:ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში