''ეს არის საკუთარი თანამშრომლების შევიწროების და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის გამოცხადებული ქრონიკა'' -მალხაზ ჭკადუა

29 თებერვალი 2020, 12:35 1674 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას და ახალი რედაქტორის დანიშვნას, წინასწარ დაწერილი გეგმის შესრულებას უწოდებენ არასამთავრობო სექტორში. ისინი სარედაქციო დამოუკიდებლობის განადგურებაზე საუბრობენ. შორენა ღლონტი, რომელიც ახალი ამბების სამსახურს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა, გუშინ, საღამოს გადააყენეს.

დირექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ის სხვა თანამდებობაზე იქნება დანიშნული. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერის პოსტს და მის მოვალეობას, დროებით ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში