ახალგაზრდა კაცი ეპიდზედამხედველობის ქვეშ, ნაადრევი არდადეგები და კორონავირუსის მესამე დადასტურებული შემთხვევა

29 თებერვალი 2020, 15:40 9163 ნახვა

ბათუმში, უკრაინიდან გემით შემოსულ კაცზე, ზედამხედველობა დაწესდა. ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა. საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მესამე დაავადებული საქართველოს მოქალაქე, ირანში იმყოფებოდა.

პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ 50 წლამდე კაცთან, რომელიც ასევე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში. კორონავირუსის გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება. სასწავლო დაწესებულებებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში