მწვავე ვირუსის ფონზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად მოეწყობა

29 თებერვალი 2020, 18:45 2472 ნახვა

კორონავირუსი და საქართველო. მწვავე ვირუსის ფონზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად მოეწყობა. ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 3 შემთხვევა ფიქსირდება, ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს.

ბოქსირებულ განყოფილებებში კი კიდევ რამდენიმე ადამიანს აკვირდებიან. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის აეროპორტში ჩაფრენილი ბოლონიის რეისის ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს. ეკიპირებულმა სპეციალისტებმა მგზავრები სპეციალურ ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.

ზედამხედველობაა დაწესებული ბათუმში, უკრაინიდან გემით შემოსულ კაცზე, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა. ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სადეზინფექციო სამუშაოებისთვის 2 კვირით სწავლა შეჩერდა სკოლებსა და ბაღებში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში