ლავასოღლის დეპორტი გაუკეთეს, თუმცა საქართველოში გამოშვებამდე ციხეში შეაბრუნეს - ადვოკატი

02 მარტი 2020, 12:23 9555 ნახვა

მინდია გორაძის ადვოკატი ამბობს, რომ ლავასოღლი გაათავისუფლეს, სადეპორტო განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ისევ ციხეში შეაბრუნეს. 

უფლებადამცველის მტკიცებით, თურქული მხარე საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებას ელოდა, რადგან პასუხი ვერ მიიღეს, მეორე დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. 

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა.  გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო. 

ლავასოღლი 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. 

ლავასოღლის ოჯახის წევრებმა ბათუმში აქციებსაც მართავდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

 

 

ავტორი: მარიამ მაქასარაშვილი 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში