საქართველოში A ტიპის ვირუსი ცირკულირებს - წინ აქტიური გრიპის სეზონია

02 მარტი 2020, 15:39 1648 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში აქტიური გრიპების სეზონია და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ და პრევენციულად ყველა ის წესი გავითვალისწინოთ, რაც პირად ჰიგიენას უკავშირდება.

"კორონოვირუსის მიღმა, ქვეყანაში ვიცით აქტიური ვირუსების პერიოდია. ოდნავ გვაქვს მატება - თუ 100 ათასზე ადამიანზე 141 გრიპის მსგავსი ინფექციების შემთხვევები დაფიქსირდა, ახლა გვაქვს 145-ი, ანუ  მცირე მატებაა, თუმცა იგი საყურადღებოა. ასევე გვაქვს 2% ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ინფექციურ საავადმყოფოში, დაფიქსირდა სხვა ინფექციური დაავადებების. 

წელიწადის ამ დროს ცირკულირებს გრიპის დაავადებები, წინ მარტი და აპრილია, ამიტომ აუციელებლია ყურადღებით ყოფნა. აქტიური სეზონია და თუ აქამდე B ტიპის გრიპი ცილკულირებდა, წინა კვირის მონაცემებით გამოიკვეთა, რომ მას გადააჭარბა A ტიპის - H1 N3 ვირუსმა. ანუ აქტიური არაა ე.წ. ღორის გრიპი" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში