აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა მენეჯმენტთან კოლექტიური დავა დაიწყო  

02 მარტი 2020, 20:28 1229 ნახვა

ოთხი ძირითადი მოთხოვნა და ერთი შედეგი - მოგვეცით თავისუფლად მუშაობის და განვითარების საშუალება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფესიულმა გაერთიანებამ, რომელშიც 90-მდე თანამშრომელი შედის, მენეჯმენტს საგაფიცვო მოთხოვნები ჩააბარა. დღეიდან იწყება 21-დღიანი მედიაციის პროცესი - თუ ამ ხნის განმავლობაში ვერ შედგება კონსესუსი მაუწყებლის თანამშრომლებს უფლება გვექნება გავიფიცოთ და სამუშაოები გავაჩეროთ. მთავარი მოთხოვნები, უსამართლოდ გათავისუფლებული, ან სხვა სამსახურებში გადაყვანილი პირების ძველ პოზიციებზე დაბრუნება,  სარედაქციო დამოუკიდებლობის და შრომითი უფლებების დაცვაა. შექმნილი კრიზისის ფონზე მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური ამ ეტაპზე უფროსის და მთავარი გამოშვების რედაქტორის გარეშე აგრძელებს მუშაობას. როგორც იცით, მაია  მერკვილაძე და შორენა ღლონტი სამსახურს ჩამოაშორეს. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე მაუწყებლობის განვითარების სამსახურის მენეჯერი ლალი ბერძენიშვილი განიხილება, შორენა ღლონტს კი დირექტორის თქმით კონსულტანტის პოზიციას სთავაზობენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში