ბათუმში კარანტინში მყოფ არც მეორე პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი

03 მარტი 2020, 15:08 2305 ნახვა

ბათუმში, ორი დღის წინ, ინფექციური საავადმოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი პაციენტი იმყოფებოდა, რომელთა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

"რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა არ გვაქვს, არ დასტურდება. მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. არის აქტიური ზედამხედველობა როგორც საზღვრებზე, ასე საკარანტინო სივრცეებზე. უფრო დეტალურად, სად იქნება და როგორ საკარანტინო ზონა ბათუმში, ხვალ გახდება ცნობილი" -  განაცხადა ნინო ნიჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

 საქართველოს ეს ორი მოქალაქე ბოქსირებულ სივრცეს მალევე დატოვებს, ისინი თვითიზოლაციისა და ზედემხედველობის პირობებში სახლებში იქნებიან.  

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში