ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავურის დაუდგინდა - თურქული მედია

03 მარტი 2020, 15:26 1628 ნახვა

ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა ინფიცირებული - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო, საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.  

29 თებერვალს კი ირანის პარლამენტის წევრი გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, მას ირან-ერაყში ომის დროს მიყენებული ტრავმები ჰქონდა, რამაც დააჩქარა ვირუსის განვითარება. 

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კი კორონავირუსი 27 თებერვალს დაუდგინდა. 

„სიენენის'' ცნობით, კი ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. პირველი ჩარტერული რეისი სამშაბათს ღამით განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის სურვილი ყუმში მყოფმა სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში