ავიაკომპანია Ryanair იტალიაში ფრენების ნაწილს აუქმებს 

03 მარტი 2020, 16:10 1559 ნახვა

კორონავირუსის გამო, ავიაკომპანია რაინეარი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს, სამი კვირის განმავლობაში აუქმებს. შეზღუდვები 17 მარტიდან 8 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. 

განცხადებაში წერია, რომ ამის შესახებ მომხმარებელს შეტყობინებები მეილზე და sms-ით გაუგზავნეს. მათ საშუალება აქვთ გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ ან ფრენები სხვა პერიოდში დაჯავშნონ. 

ფრენების სიხშირე შეამცირა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც, რომელიც რეისებს ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორყიდან ასრულებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში