ჯოვინოს ტრავმა სერიოზულია, სავარაუდოდ ბათუმის დინამოს ფორვარდს ოპერაცია დასჭირდება

03 მარტი 2020, 18:00 1705 ნახვა

ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს", თბილისის "დინამოსთან" თამაში, სავარაუდოდ, მთავარი ფორვარდის გარეშე მოუწევს. მატჩი  8 მარტს თბილისში გაიმართება. როგორც ცნობილი გახდა, ჯოვინოს სერიოზული ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით მას ოპერაციას ჩაუტარებენ. სარეაბილიტაციო პერიოდს კი მინიმუმ 2 თვე დასჭირდება.  

ფბ გვერდზე ჯოვინომ დაწერა, რომ მოედანზე 2 თვეში დაბრუნდება. 

“ამ ეტაპზე, ჯოვინოს უფიქსირდება მენისკის დაზიანება და ვფიქრობთ, რომ ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი გაუცდება. ყველაფერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გაირკვევა და კონკრეტული ვადებიც გვეცოდინება,” - განუცხადა პოპსპორტს დინამო ბათუმის ექიმმა, ზურა ხარხელაურმა.  

ეროვნული ლიგის პირველი ტურში რთულად დაიწყო ბათუმელებისთვის. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დებიუტანტ თბილისის მერანთან ფრე ითამაშა და ორი ქულა დაკარგა. ამავე თამაშზე გუნდის ლიდერმა, ჯოვინომ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში