ლიფტის შახტში ჩავარდნილი ბავშვი კონტაქტურია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი

04 მარტი 2020, 15:41 1822 ნახვა

9 წლის მოზარდი, რომლიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა რეანიმაციაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის კონტაქტში შემოდის და ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ სჭირდება. დაშავებულს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

​''კვლევები დინამიკაში გრძელდება. დღეისათვის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის სპონტანურ სუნთქვაზეა, იგეგმება ღრმა კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. ბავშვი ადეკვატურია, ცნობიერება ნათელი აქვს, კონტაქტში შემოდის'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ექიმმა. 

მოზარდი ლიფტის შახტაში მე 7 სართულიდან ჩავარდა. მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობებით არასრულწლოვანი ოჯახმა დედათა და ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში