საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე წარადგინეს

04 მარტი 2020, 18:24 1780 ნახვა

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას გიორგი აბაზაძე შეასრულებს. „მთავარის“  წამყვანი დღეს ახალი ამბების სამსახურში მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად მოვიდა, შეხვედრა ხმაურიანი იყო.

დირექტორმა მაუწყებლის 8 მმართველიდან 7 თანხმობა მიიღო. ერთი მმართველი წინააღმდეგი წავიდა იმ მოტივით, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აუცილებელი იყო, დროებით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მოქმედი რედაქტორი დანიშნულიყო. გიორგი აბაზაძის კონსულტანტად კი, ლალი ბერძენიშვილი ინიშნება. რატომ დათანხმდა გიორგი აბაზაძე შეთავაზებულ თანამდებობას და რას აცხადებენ ჟურნალისტები? 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში