სამეურვეო საბჭოს წევრების შეხვედრები აჭარის მაუწყებელში

04 მარტი 2020, 18:27 1393 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე და წევრი, აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს, მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და მენეჯმენტის წევრებს შეხვდნენ, მათი განცხადებით მთავარი მიზანია ჩვენს მაუწყებელში მიმდინარე პროცესების დარეგულირება, აღნიშნავენ რომ აუცილებელია კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარება და კონსესუსის მიღწევა, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი მოვალეობები მაყურებლის წინაშე  და აუცილებელია რომ მაყურებელი არ დაზარალდეს აჭარის მაუწყებელში შექმნილი ვითარების გამო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რეორგანიზაციის გამოცდილება და სამეურვეო საბჭოს წევრების რჩევები მნიშვნელოვანია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში