''ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა'' - ამირან გამყრელიძე

04 მარტი 2020, 20:35 1774 ნახვა

ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაძლო შემთხვევათა რაოდენობამ კი 239 შეადგინა - ეს ბოლო მონაცემია, რომელიც ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

ჯანდაცვის ორგანიზაციების მთავარი რეკომენდაციები უცვლელია, ამასთან დრეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს დამსაქმებლებს, რისკის ზონაში მოგზაურობის შემდეგ თანამშრომლებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდონ და გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაუთვალონ.

ახალ პაციენტს იკვლევენ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, როგორც იცით ორ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა, ბოლო მონაცემს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელიან. სამივე შემთხვევაში პაციენტებს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სწორედ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდგინეს ახლახან კორონავირუსი. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავით ზალკალიანმა განაცხადა. ცნობისთვის, ჩინეთის და ირანის შემდეგ, იტალიაა რისკის ყველაზე მაღალ ზონაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში