მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, იუნიორთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე არიან

05 მარტი 2020, 09:47 3388 ნახვა

საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ყოველწლიური მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მოციგურავეები წამყვან პოზიციებზე არიან.

მსოფლიო რეიტინგი სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე, ფინალსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილი ქულათა ჯამით განისაზღვრება.

ტალინში იუნიორთა შორის გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიოს რეიტინგში სპორტულ ცეკვებში წამყვან პოზიციაზეა მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებიც ასევე მომავალი ჩემპიონატის ფავორიტები არიან. ისინი იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგში 2027 ქულით 1 ადგილზე იმყოფებიან.

კაზაკოვა-რევიას წყვილმა 2019 წლის გრან პრის ფინალზე მოპოვებული ოქროს მედლით და 174,90 ქულით სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ტალინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც მაღალი რეიტინგული მაჩვენებლით იწყებს.

ქართველს იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგში ჯამური 1210 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ აზერბაიჯანელი და ამერიკელი მოციგურავეები უსწრებენ . საუკეთესო შედეგი ალინა ურუშაძემ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე აჩვენა, როდესაც 179.50 ქულა მიიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში