ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება 978 აბონენტს შეუწყდება - სოკარი

05 მარტი 2020, 10:40 4080 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, 6 მარტს, 10:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ჩაქვის, საჩინოს, ბუკნარისა და ციხისძირის მცხოვრებლებს, სულ 968 აბონენტს.

მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

''კომპანია ,,სოკარის" აჭარის რეგიონული ოფისი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ, გაზის დანადგარების ჩართვისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.

ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე 16114'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში