საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მიზნით დაგეგმილი ტესტირება გადაიდო

05 მარტი 2020, 10:56 1404 ნახვა

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი გადაიდო, ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების გამო, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ განახლებული ინფორმაცია ვებგვერდზე 2020 წლის 20 მარტისთვის განთავსდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში