საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა - მოქალაქე იტალიაში მოგზაურობდა

05 მარტი 2020, 11:05 4377 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ინციფირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა, ქვეყანაში კი კვირას დაბრუნდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მან კლინიკას თავად მიმართა, პაციენტს ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა. მოქალაქე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

''საქართველოში კიდევ ერთი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტის პასუხი გვიან ღამით მივიღეთ. ბოლო შემთხვევა თავისის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კვირას შემოვიდა საქართველოში. მან მაღალი ტემპერატურის გამო, მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, პაციენტმა კლინიკას გუშინ დილით მიმართა და დიაგნოზი  ღამითვე დადასტურდა. ზოგადად დღეს საქართველოში ოთხი დადებით შემთხვევა ფიქსირდება. ოთხივე მათგანი მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ორი მათგანი ირანში მოგზაურობიდან არის დაბრუნებული,  2 კი  იტალიიდან. 3 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილია. მათთან მიმართებაში დააავადება არ არის პროგრესირებადი. მეოთხე შემთხვევაში მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება'',- განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი იტალიაში იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

რაც შეეხება ბათუმს, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. მასაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ანალიზის პასუხს მედიკოსები დღეს ელოდებიან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში