კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო პრევენციის ღონისძიებები მიმდინარეობს თავდაცვის უწყებაში

05 მარტი 2020, 11:03 1150 ნახვა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო პრევენციის ღონისძიებები მიმდინარეობს თავდაცვის უწყებაში. პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები.

პარალელურად თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს ატარებს.

თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებში. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საგამოცდო მანქანებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში