ფიზიკური დაპირისპირება ერდოღანის კრიტიკის გამო

05 მარტი 2020, 10:13 1294 ნახვა

თურქეთის პარლამენტში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის გამო დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თურქეთის მმართველი პარტიისა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.  

დეპუტატ ენგინ ოზქოჩიმ  ერდოღანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა.მან თურქეთის პრეზიდენტს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლული თურქი სამხედროს მიმართ უპატივცემულობაშიც დასდო ბრალი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში