სოფელ ჭახათში კაცმა ცეცხლს თავი ვერ დააღწია და დაიღუპა

05 მარტი 2020, 16:26 10014 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჭახათში მამაკაცმა ცეცხლს თავი ვერ დააღწია და გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ეზოში საგაზაფხულო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი მასაც მოეკიდა. 

''ეზოს აწესრიგებდა. ცეცხლი მოუკიდა ფიჩხებს და სხვა შეგროვილ ხეებს. მზე იყო, ცოტა ქარიც და ცეცხლი აალდა. სახლიც ახლოს იყო. ალბათ იფიქრა უფრო მასშტაბური არ გახდესო და ჩაქრობას შეეცადა. შემდეგ, როგორც ვიცით ცეცხლისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო'' - უთხრა მაუწყებელს გარდაცვლილის მეზობელმა. 

ჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სასწრაფო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იმყოფებოდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. გარდაცვლილია 70 წლამდე ასაკის მამაკაცი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში