საქართველოში COVID19 კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა

05 მარტი 2020, 21:55 2914 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 

შედეგად, კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

კარანტინში 162 ადამიანი იმყოფება, ხოლო საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ 45 მოქალაქე. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - 1505 - 24საათის განმავლობაში მუშაობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში