დააკავეს პირები, რომლებიც ყალბი სახელფასო ცნობებს, დიპლომებსა და ქორწინების მოწმობებს ამზადებდნენ - საგამოძიებო

06 მარტი 2020, 10:16 2684 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში გააჩნდათ ტურისტული ოფისი, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს.

დაკავებულებმა  ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, 800 აშშ დოლარად გაასაღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 100 - ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში