გონიოში საკარანტინო ზონა გაიხსნა - სიტყვიერი დაპირისპირება მინისტრთან

06 მარტი 2020, 10:38 4212 ნახვა

ხმაური იყო გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუშვებელია საკარანტინო ზონა საკურორტო ტერიტორიაზე, დასახლებულ ადგილას იყოს.

მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. ზაალ მიქელაძის თქმით, მოსახლეობას აუხსნეს, რომ ეს ადამიანები პაციენტები არ არიან და მხოლოდ იზოლირებულად უნდა იყვნენ.

გონიოში საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.  

გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონა გუშინ მოეწყო. იზოლაციაში 30-მდე პირია, რომლებიც მაღალი რისკის ზონებიდან დაბრუნდნენ. 

საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში