„დინამო“ ბათუმის ბრაზილიელ თავდამსხმელს მუხლზე ოპერაცია არ ესაჭიროება 

06 მარტი 2020, 15:44 1803 ნახვა

„დინამო“ ბათუმის ლიდერს ბრაზილიელ თავდამსხმელს ჯოვინო ფლამარიონს ამ ეტაპზე მუხლზე ოპერაცია არ ესაჭიროება - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ დაგვიდასტურა.

ჯოვინო ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის „მერანთან“ შეხვედრაში დაშავდა. ბრაზილიელს თბილისში გამოკვლევა ჩაუტარდა და პირველი დასკვნით, მისთვის ოპერაციის გაკეთება იყო აუცილებელი. განმეორებითი კვლევა ჯოვინოს თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ სტამბულში ჩაუტარდა. ფეხბურთელს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება და სამკვირიან ფიზიოთერაპიულ კურსს გაივლის.

"სტამბულში საოპერაციოდ გავუშვით, ჩაუტარდა განმეორებითი გამოკვლევები, ექიმებმა გვითხრა რომ ოპერაციას არ საჭიროებს. 3-4 კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჯოვინო შეძლებს თამაშს. რეაბილიტაციას ჩვენთან ბათუმში გაივლის", - ასლან ბალაძე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში