კრიზისი აჭარის მაუწყებელში

06 მარტი 2020, 18:13 1618 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დანიშნული გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.  მაუწყებელს  კლინიკა "მედცენტრში" განუცხადეს, რომ პაციენტს გულმკერდის არეში ჰქონდა ტკივილები. ფიქსირდებოდა მაღალი წნევა. იგი რჩება დაკვირვების  ქვეშ.    დღეს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა  გიორგი აბაზაძეს კითხვები დაუსვეს რატომ აიღო ხელმძღვანელობა  თავზე როცა ამის გამოცდილება არ აქვს. იყო ხმამაღალი შეკამათება, შემდეგ კი მშვიდი საუბარი. შემდეგ გიორგი აბაზაძე გადავიდა რადიოს შენობაში,   სადაც მოგვიანებით სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.  რამდნიმე დღის წინ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის გადაყვანაც გახდა საჭირო, იგი საავადმყოფოდან ორი დღის შემდეგ გაწერეს. 

მომხდარს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ეხმაურება, გიორგი კოხრეიძის განცხადებით აბაზაძესთან დაპირისპირების ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში