სოლიდარობის აქცია ზუგდიდში

07 მარტი 2020, 15:20 2094 ნახვა

''თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე", - ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ის პროცესები, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს, არ არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების პრობლემა და თანაბრად ეხება ყველას. მათი თქმით, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი და მის დაცვაში მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში