საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 39:24 დაამარცხა

08 მარტი 2020, 11:26 1771 ნახვა

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიგაში დაბრუნებულ პორტუგალიას 39:24 სძლია. პირველი ტაიმმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ 17:14 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ, მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების მორიგი შეცდომით დაიწყო და მოწინააღმდეგე გატანილი ლელოთი და ზუსტად შესრულებული გარდასახვით ისევ წინ გაიჭრა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს.

თუმცა საბოლოოდ ბორჯღალოსნებმა შეძლეს მობილიზება და 39:24 მოიგეს და ტურნირში გამარჯვება ვადაზე ადრე გაინაღდეს. 14 მარტს ჩვენი გუნდი რუსეთს უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში